ხმაური იყო სოფელ დიცში. სარწყავი წყლის მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს მოსავალი წლის არარსებობის გამო გაუხმათ. სოფელი წყალს არბოს სატუმბო სადგურიდან იღებს. ადგილზე მისული მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამი დღის წინ ძრავი გაფუჭდა და სარწყავი წყლის პრობლემა სწორედ ამან გამოიწვია. მოსახლეობა ამბობს, რომ მელიორაციის სამსახურის ტყუის და სოფელს წყალი ამ სეზონზე საერთოდ არ ჰქონია.