შემთხვევა დიცში

სოფელ დიცში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ ჯერა.

დაღუპულის ნათესავები აცხადებენ, რომ  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი თავს არ მოიკლავდა. პოლიციის კაპიტანი დღეს დაიღუპა, ის საგუშაგოზე იმყოფებოდა. ცეცხლნასროლი ჭრილობა მას არსებული ინფორმაციით საკუთარი იარაღიდან აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილის შესწავლა უკვე დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ექსპერტიზა დაღუპულის ცხედარსაც ჩაუტარდა.

ნინო ფისაძე დეტალებით.