სოფელ ატენში რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი საავტომობილო გზა მოსახლეობამ სამართალდამცავების მოთხოვნის შემდეგ გახსნა. ადგილობრივები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებასა და გზის მოასფალტებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ საგზაო დეპარტამენტის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მოსახლეობამ მიიღო პირობა, რომ 17 და 18 ივლისს გზის მონაკვეთზე ასფალტი დაიგება. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ატენის გზაზე მოასფალტება სექტემბრამდე დასრულდება.
სოფელ ატენის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა დღეს დილით გადაკეტა.