აქცია შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით

ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გაუქმება მოითხოვეს დღეს მოძრაობა „სოცაფეთქების“ წევრებმა, რომლებმაც რიყის პარკში საპროტესტო აქცია, შემდეგ კი მანქანებით მსვლელობა გამართეს და პირველი რესპუბლიკის მოედანთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა საკმარისი არ არის და სრულად უნდა მოიხსნას. აქციაში სამთო- სათხილამურო სფეროს წარმომადგენლები, სატრანსპორტო კომპანიები და ტურ-ოპერატორები მონაწილეობდნენ.

მოამბე