ამნისტიასთან დაკავშირებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წევრები შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა გამოსცეს საყოველთაო ამნისტიის აქტი. პროტესტში მონაწილე პატიმრების დედების განცხადებით, არჩილ თალაკვაძე მათ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცემას დაპირდა, რაც მათი განცხადებით, არ სრულდება. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან ითხოვენ შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან.