შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მორიგი აქცია გაიმართა.
საპროტესტო გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებმა დაგეგმეს. მოთხოვნები აქაც უცვლელია. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ორგანიზატორების განცხადებით, მორიგი გამოსვლა დღეს საღამოს ისევ გაიმართება.