აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან

საზოგადოებრივმა მოძრაობამ, – „ჩვენ,“ – ქვეყანაში არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გააპროტესტა.

მოძრაობის წევრების თქმით, ქვეყანაში მოქმედებს არასამართლიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ხელისუფლებას მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს 7 დეკემბრიდან მართავს.