აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

საქართველოს პირველი არხის შენობის წინ დღეს აქცია მოქალაქეთა იმ ჯგუფმა გამართა, რომელიც ვაქცინაციის, ტესტირებისა და პირბადის ტარების წინააღმდეგია.

შეკრებილები არხის ხელმძღვანელობისგან ითხოვდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრას. აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართეს არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და ახალი და მიმდინარე აბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ. მათ მზაობა გამოთქვეს პროცესს მედიაცია გაუწიონ და მეორე მხარის თანხმობის შემთხვევაში საეთერო დრო ორივე მხარეს დაუთმონ.