აქცია საქალაქო სასამართლოსთან. რაჭასა და ლეჩხუმში დაგეგმილი დიდი ჰესების წინააღმდეგ რაჭის მოსახლეობის ნაწილი, გარემოსდამცველი ორგანიზაციებისა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ონისა და ნამოხვანის კასკადის მშენებლობაზე გაცემული ნებართვების გაუქმება და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა მოითხოვეს. მათი თქმით, დიდი ჰესების მშენებლობა რაიონის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და რამდენიმე სოფელს დატბორვა ემუქრება.
ბრალდებებს უარყოფენ კომპანიაში და ამბობენ, რომ ადგილზე შესწავლილია გეოლოგიური მდგომარეობა და კომპანიას მშენებლობის ნებართვაც აქვს. ამ დროისთვის კი ადგილზე, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, სამუშაოები შეჩერებულია. მათივე თქმით, შეხვედრები გაიმართება მოსახლეობასთან.