აქცია გაიმართა საოკუპაციო ხაზთან – სოფელ კვარხეთში მცხოვრები მოქალაქეები ხელისუფლებისგან პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე ერთი წელია, სოფელში ბუნებრივი აირის მილები გაყვანილია, თუმცა გაზი ადგილობრივებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ.
გაზიფიცირების პრობლემასთან ერთად, მოსახლეობა სასმელი წყლისა და საუბნო გზების მოწესრიგებასაც ითხოვს. სოფელს არც ამბულატორია აქვს.