ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები დღეს ატოცში ჩავლენ. ახალგაზრდები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ. მათი მიზანია, კიდევ ერთხელ უთხრან ოკუპაციას – „არა”, გააღრმავონ ეროვნულობისა და ქვეყნის ერთიანობის იდეა. ისინი მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, ჩაერთონ აქციაში და დადგნენ იქ, სადაც ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს მიწების მიტაცებას ცდილობს.