თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობასთან კაიროს ქუჩის მცხოვრებლებმა ანა დოლიძესთან ერთად აქცია გამართეს.
მოქალაქეები გამგებელ კახა სამხარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, შენობას, სადაც ისინი ცხოვრობენ, შვიდი წელია საკანალიზაციო სისტემის პრობლემები აქვს.
აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მივიდა სამგორის რაიონის გამგებელი. აქციის მონაწილეებმა მიიღეს პირობა, რომ არა უგვიანეს ერთი თვისა, არსებული პრობლემა მოგვარდება.
აფხაზეთიდან დევნილი 22 ოჯახი კაიროს ქუჩაზე მდებარე შენობაში დევნილთა სამინისტრომ 2012 წელს შეასახლა.