დეველოპერული კომპანია „ათორის“ დაზარალებული 300 ოჯახი, საირმის 37 ნომერში კუთვნილი ბინის გადმოცემას ითხოვს. მათი ქონება ამ დროისთვის დაყადაღებულია. კომპანიის დირექტორი კი წელიწადნახევარია თაღლითობის ბრალდებით სასჯელს იხდის. აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად გადაეცეთ მერიის ან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული მიწა, რის შემდეგაც მოხდება ინვესტორის დაინტერესება.