აქცია სააპელაციო სასამართლოსთან

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები სააპელაციო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს. გუშინ აქციის გამართვა სპორტის სასახლესთან დაანონსდა, თუმცა, დღეს ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეცვლა. ლიდერების განმარტებით, გეგმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა. მათი თქმით, ახლა აუცილებელია სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვონ სამართლიანი განხილვები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დღეს ჩანიშნული არასამთავრობოების სარჩელების განხილვა გადაიდო.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე