აქცია გაიმართა რუსთავში. ე. წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა მუშაობის უფლება მოითხოვეს. შეკრებილების თქმით, ისინი რეგულაციებს დაიცავენ და მოლების მსგავსად მათი ობიექტებიც უნდა გაიხსნას. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.