რუსთავში გარემოვაჭრეების მიერ გადაკეტილი გზა უკვე გახსნილია.
გარემოვაჭრეებმა საქმიანობის გაგრძელების უფლების მოთხოვნით დილით გზა გადაკეტეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი შეხვდა.