აქცია რუსთაველზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მთავრობის გადადგომის მოთხოვნისა და ერთკვეირიანი ვადის დაწესების შემდეგ, როგორია ახლა პოლიტიკური დღის წესრიგი და რა გეგმები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს მოთხოვნებს, რომლებიც გუშინ საპროტესტო აქციებზე გაჟღერდა.

მათი თქმით, ვითარებიდან გამოსავალი პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტებაა, რომლის მთავარი მიზანიც ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა იქნება. თუმცა, არის განსხვავებული მოსაზრებებიც. მაგალითად, „გირჩში“ ამბობენ, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა შექმნილ ვითარებაში არასერიოზულია. პარტიის წევრებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს და ვინ უნდა დააკომპლექტოს გარდამავალი მთავრობა. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი მოთხოვნა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უნდა იყოს, რომლითაც პოლიტიკური პარტიებისთვის ბარიერი შემცირდება.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არამედ ქვეყანაში ვითარების დაძაბვაა.