აქცია ქუთაისში

მძღოლების საპროტესტო აქცია ქუთაისში. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ  და მთავრობას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მძღოლები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ავტობანისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა ავტობანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და საგზაო მოძრაობას არეგულირებს. აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე საწვავის ფასი არ დაიკლებს, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტის კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

მოამბე