არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანის“ წევრებმა ქუთაისის მერიის შენობასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით, მათ აქცია რამდენიმე ქალაქში გამართეს. ზუგდიდისა და ლანჩხუთის შემდეგ ქუთაისში შეიკრიბნენ. არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა შეუერთდა.