პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. ამ მიზნით, მოძრაობამ „ჰუმანურობისათვის“ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. მათი განცხადებით, ამნისტია ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს უნდა შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვერ იქნება საყოველთაო ამნისტია. პატიმრების ნათესავების განცხადებით, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 400 მსჯავრდებული შიმშილობს. შიმშილობა დაიწყეს გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაშიც. აქციის მონაწილეებმა მანქანებით მსვლელობა გამართეს და ციხეებთან მივიდნენ.