„დე მიშიზაცია“ ქუთაისიდან იწყება – ამ ლოზუნგით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გამართეს. შენობას მათ კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. თამარ მეფის ქუჩაზე, რომელიც ცოტა ხნით გადაიკეტა, კიდეც, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. ამ დროისათვის ადგილზე სიმშვიდეა.