სოფელ წყავროკაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს.
პროტესტის მიზეზი თხილის მოსავალია. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ეფექტიანი ზომები ვერ მიიღო, ამიტომ სახელმწიფოსგან კომპენსაციას და ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თხილის ცუდი მოსავლის გამო, აგროსესხების დაფარვას ვერ ახერხებენ.
პროტესტს ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენელი ბონდო თევდორაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში ისინი აქციებს გააგრძელებენ.