აქცია ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად

გერმანიაში სატვირთო ავტომობილების გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდამჭერი აქცია გამართა პროფკავშირების გაერთიანებამ. მათი მთავარი მოთხოვნა პოლონური კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურების მიღებაა. ისინი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასა და პოლონეთის საელჩოს სთხოვენ. მხარდასაჭერი აქცია საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან გაიმართა. ევროპის მასშტაბით ჯამში სატვირთოების 200-მდე მძღოლი, მათ შორის 50-მდე ქართველია გაფიცული.