აქცია-პერფორმანსი თბილისში

სამოქალაქო აქტივისტებმა გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც რურუა დააკავეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბრალდება აბსურდულია. მათ სიმბოლურად გამვლელებს სათამაშო იარაღი დაურიგეს.