მთავარი მოთხოვნებით და ტრანსპარანტებით საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები მოგვიანებით მმართველი პარტიის ოფისისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან გზა ერეკლე მეორის ქუჩამდე, სადაც „ქართული ოცნების“ოფისი მდებარეობს, მსვლელობით ამჯერად პოლიტიკოსების გარეშე გაიარეს. საგანგებოდ დამზადებულ ბანერებზე კი მათი მოთხოვნები იკითხებოდა: „გადადგეს გიორგი გახარია“, „გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები“, „დაისაჯონ დამნაშავე სამართალდამცველები“ და „ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – ეს გზავნილები დემონსტრანტებმა „ქართული ოცნების“ სამუშაო შენობასთან კიდევ ერთხელ გაახმოვანეს.