აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან

აქცია იწყება მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან.  შენობასთან „უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრები იკრიბებიან. აქციას უერთდებიან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

საპროტესტო გამოსვლა ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად დაიგეგმა. ორგანიზატორებმა და აქციის მონაწილეებმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სიმბოლურად  ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს.