მთავარ პროკურატურასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს მსახიობ დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმისთვის მსჯავრდებული ბექა კირვალიძის და არტემ აგაჯანოვის ახლობლებმა.
აქციის მონაწილეები პროკურატურისგან კირვალიძისა და აგაჯანოვის მიმართ წაყენებული საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ. მსჯავრდებულების ახლობლები პროკურატურას ორ კვირიან ვადას აძლევენ. თუ ამ პერიოდში რეაგირება არ მოხდება, მომდევნო საპროტრსტო აქციის გამართვას ისინი უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.
ბექა კირვალიძის დედის განცხადებით, მისმა შვილმა დავით როსტომაშვილს სცემა და ეს აღიარა კიდეც, თუმცა ყაჩაღობის ბრალდება უსაფუძვლოა.