ორგანიზაცია „ერი და საზოგადოების“ წარმომადგენლები ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქციას მართავენ.
ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, გარკვეული ჯგუფისთვის აცრა სავალდებულო, არავაქცინირებული პაციენტებისთვის კი მკურნალობა ფასიანი უნდა გახდეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ამ ინიციატივებს არაკონსტიტუციურს და დისკრიმინაციულს უწოდებენ.