აქცია პარლამენტთან -„შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“

„შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ აქცია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოსთან ცხოველთა უფლებების დამცველებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს.

შეკრებილების განცხადებით, აუცილებელია, არსებული კანონი ქმედითი გახდეს და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაისაჯონ ის პირები, რომლებიც სასტიკად ეპყრობიან მიუსაფარ ცხოველებს.