გვიან ღამემდე მიმდინარეობდა აქცია პარლამენტის შენობასთან – დაკავებულია დაახლოებით 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზურა – გირჩი ჯაფარიძე, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რაც შეეხება დანარჩენებს, სავარაუდოდ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებული. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
დემონსტრანტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ და კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვდნენ. მძიმე ღამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა. ტერიტორია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს.