საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან, ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციელთა დანაყოფები დგანან შენობის ყველა შესასვლელთან. სხდომათა დარბაზში სურთ შესვლა ჟურნალისტებსაც, იმისათვის, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელაურს კითხვები დაუსვან. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მუშაობს მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი, – რა ხდება პარლამენტთან ამ წუთისათვის – ნათია ქენქაძის ჩართვა.