ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. მასთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილიც მამაც.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების საქმეებზე ჩატარებული გამოძიებით უკმაყოფილოები არიან. ორივე მათგანი მთავრობის გადადგომას, დროებითი მთავრობის ფორმირებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე „ევროპული საქართველოს” ლიდერებიც იმყოფებოდნენ.