არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა.
მონაწილეებმა პარლამენტთან კასრი მიიტანეს წარწერით „დაკონსერვებული საქართველო“. მათი თქმით, სწორედ ასე აკონსერვებს მთავრობა მოსახლეობას. აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნას და პირველ თებერვლამდე ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვენ.