საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა.
შეკრებილებმა მსჯავრდებულებისთვის სასჯელის ვადის ერთი მეოთხედით შემცირება მოითხოვეს. ისინი ხელისუფლებას ერთჯერადი ჰუმანური აქტის გამოცემისკენ მოუწოდებენ. მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წევრები პარლამენტთან მიმდინარე აქციას თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ.