მოძრაობამ, „შემახე ამნისტია“ პარლამენტთან აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა საკანონმდებლო ორგანომ გამოსცეს საყოველთაო ამნისტიის აქტი, რადგან წარდგენილი კანონპროეტი პატიმრების მცირე ნაწილს ეხება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.