მეორე დღეა, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პროტესტის მონაწილეებმა დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. ისინი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობას ვერ ასრულებს. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც აპროტესტებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.