აქცია პარლამენტთან

პარლამენტის შენობასთან, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს და მოუწოდებენ რუსეთის მოქალაქებს, არ დაუჯერონ კრემლის პროპაგანდას და დაისვენონ საქართველოში.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილების ინფორმაციით, აქცია სოც-ქსელებით დაიგეგმა.