„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონის პროექტს პარლამენტთან პატიმრების ნაწილის ოჯახები წევრები და ნათესავები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა არ არის ჰუმანური, – ამნისტია უნდა იყოს არა შერჩევითი არამედ საყოველთაო და შეეხოს ყველა პატიმარს, სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და გზის გადაკეტვას და შიმშილს აანონსებენ.