შარშანდელი ცნობილი პროცესები მეორდება.
„ქართული ოცნების“ რეზონანსული კანონპროექტის გარშემო პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მესამე საათია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები და ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვენ. აქციის მონაწილეების საკუთარ კრიტიკულ პოზიციას საერთაშორისო პარტნიორების ნეგატიური გზავნილებით და განცხადებებით ამყარებენ. პროექტის მოწინააღმდეგეების აზრით, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის პროექტი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება და კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომელიც ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენასთან ერთად 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენელთა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.