გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებს „ქალთა მოძრაობა“. ისინი დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს. „ქალთა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა და მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ზოგადად ქალების წინააღმდეგ. მათივე განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.