აქცია პარლამენტთან

პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

მოქალაქეებმა ამნისტიის დაჩქარება მოითხოვეს. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შესულია, თუმცა განხილვის დაწყება ჭიანურდება. აქციას ასევე შეუერთდნენ პარტია „გირჩის“ წევრები. პარტიის წევრების განცხადებით, კანონპროექტი თითქმის ყველა დანაშაულზე ვრცელდება, გარდა პედოფილიისა. მათივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პატიმრებს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ.