„ჩვენი წინაპრების დატოვებული მიწა ჩვენია“, – ამ სლოგანით მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
შეკრებილების თქმით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის საჯარო რეესტრში ოფიციალურად დაურეგისტრირეს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შემდეგ კი დაიწყო მათი რეპრესია. კონკრეტულად ფინანსური პოლიცია ამ ფორმით რეგისტრირებული მიწის ყველა ნაკვეთის მესაკუთრეებისთვის ფართების ჩამორთმევას ცდილობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი მიწის ნაკვეთების ფასი გაიზარდა. აქცია პარტია „გირჩის“ ორგანიზებით ჩატარდა. პარტიის დეპუტატები საკითხის დარეგულირებას პარლამენტშიც მოითხოვენ.