აქცია პარლამენტთან

საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი, გადადგმული ნაბიჯები, პარტნიორებთან შეხვედრები, მიღწეული პროგრესი, ეკონომიკური ზრდა და ოკუპირებული ტერიტორიები – ეს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მთავარი აქცენტებია.

სიტყვის გამოსვლის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ორი პირი დააკავეს. შეკრებილი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სტუდენტები. მათი განცხადებით, შეკრების მიზანი იყო, მაქსიმალურად შეექმნათ დისკომფორტი როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულები უცენზურო სიტყვებს სკანდირებდნენ, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.