საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე.
აღნიშნული კომპანიის მეწილეები ამბობენ, რომ შპს „იზაბელა 2“-ის შესყიდვიდან 25 წელი გავიდა, წილების გადანაწილება კი ამ დრომდე არ დასრულებულა და არც დივიდენდები მიუღიათ. ისინი შპს „იზაბელა 2“-ის დირექტორს კომპანიის გაყიდვას, მათი კუთვნილი წილის მიღებას ან შესაბამის ანაზღაურებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ. კომპანიის ხელმძღვანელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.