არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთის მიმართულებით არ გაატარეს. ისინი საოკუპაციო ხაზთან მისვლას და საქართველოს ოკუპაციის გაპროტესტებას გეგმავდნენ. სამართალდამცავებმა მათ განუმარტეს, რომ მომეტებული რისკის ზონაში შესვლას განსაკუთრებული ზომების მიღება სჭირდებოდა. აქციის მონაწილეებმა ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანის მხარეს გადაინაცვლეს და აქცია ავტობანთან გამართეს.