აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.

შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განმარტებით, „სუბოქსინის“ პროგრამა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და უნდა მოხდეს მისი გაფართოება. მათ კანცელარიაში პრემიერის სახელზე პეტიციაც დატოვეს, რომელსაც პროგრამაში ჩართული ოთხი ათასზე მეტი პირი აწერს ხელს.

პროტესტის მონაწილეებმა სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნაც მოითხოვეს.