„გაიფიცე საქართველო“ – ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს მშვიდობის ხიდიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა. მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტთან დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და მშვიდობის ხიდისკენ მოაწყეს მსვლელობა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი პროტესტი ახალ ეტაპზე გადავიდა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ლოზუნგი – „არა რუსულ კანონს“ იცვლება მოწოდებით – „არა რუსულ რეჟიმს!“, ბანერები ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერით – „გაიფიცე, საქართველო“, მათი თქმით, მშვიდობის ხიდიდან სიმბოლურად გამოიფინა მდინარის დინების საპირისპირო მიმართულებით, რაც დაუმორჩილებლობას ნიშნავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი პერმანენტული იქნება და აქციები სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურად გაიმართება.