„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. დილიდან მომიტინგეთა ნაწილმა საპროტესტო მსვლელობა გამართა თბილისში. აქციის მონაწილეები თავდაპირველად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ. მათ მოუწოდეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუერთდნენ პროტესტს. სტუდენტებთან უნივერსიტეტის რექტორი გამოვიდა და დაინტერესდა, თუ რა იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში მათი შეკრების მიზეზი. აქციის მონაწილეებმა რექტორისგან მოითხოვეს პასუხი იმაზე, თუ რატომ მოაწერა ხელი 38 უნივერსიტეტის საერთო განცხადებას. დავით გურგენიძის განცხადებით, კანონი არ არის რუსული და პროტესტი პოლიტიზებულია.