აქცია-მსვლელობა თბილისში

გუშინ, 6 მარტს გავრცელებული ფარული ჩანაწერის შინაარსი გააპროტესტეს „მოძრაობა საქართველოსათვის“ წევრებმა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის გადადგომა და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს. აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, პირველად მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებმა ბიზნესცენტრის კედელზე წარწერების გაკეთება სცადეს, მეორედ კი, როდესაც აქციის მონაწილეებს ბიზნესცენტრის ცენტრალურ შესასვლელთან მიახლოება სურდათ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მოამბე