აქცია-მსვლელობა გლდანის ციხესთან

გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. შეკრებილები ამბობენ, რომ პოლიტიკოსის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მას სოლიდარობას უცხადებენ. მსვლელობას დაკავებულის მეგობრებიც შეუერთდნენ, რომლებიც სპეციალურად ამ აქციისთვის ქუთაისიდან ჩამოვიდნენ. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით  აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამჟამად წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მოამბე